„ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან შიმშილობენ. პირველ რიგში, მათ ჯანმრთელობას ვუსურვებთ. აქვე, მიგვაჩნია, რომ ეს არის მათი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შედეგი და, რა თქმა უნდა, ამ შიმშილობას არავითარი გავლენა და არავითარი კავშირიც არ აქვს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან, მით უმეტეს – იმ მნიშვნელოვან თემებთან, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
“ეს შიმშილობა რაც შეიძლება მალე დასრულდება.
უკეთესი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, საპარლამენტო მუშაობას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს მათ კიდევ ერთი დეპუტატი – თემურ ჯანაშია შეუერთდა. 18 დეკემბერს აბდულა ისმაილოვმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შიმშილობა შეწყვიტა.