„მავნებლური ე.წ. გირჩის მოგონილი იყო უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ. ეს საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრება”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური, ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება, ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, ეს საკითხი მოვაგვაროთ, რაც გავაკეთეთ კიდეც.
მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ… და დიდი პატივია მისი გვარის ხსენება მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ დაიხურება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა.

ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და, შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ამით ადამიანს ეუბნები, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს?!“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება