ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დავით კეზერაშვილისა და კურტ უოლკერის შეხვედრას ეხმაურება.
როგორც გვენეტაძე აცხადებს, უოლკერი „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდამ დემოკრატიის ნიმუშად მოიხსენიებდა და მათი ქებით, ოკეანის გაღმა, მთელი ამერიკა აწრიალებული ჰყავდა.
„ბარო, კურტ, “სიძე, შე ძველო!”
უოლკერო!
აი, ამ ადამიანებს ჰქონდათ გადაქცეული ფულის კეთების “სტანოკად” და საგრიალებელ ასპარეზად საქართველო!
და აი, ესენი წველიდნენ ძროხასავით საქართველოს და ფული და თაფლაკვერი გაჰქონდათ საქართველოდან.
ჰო, რა გენაღვლებოდათ, შეგიქმნეს აქაურმა “ნაცებმა” “დიდი და ობიექტური დიპლომატის” იმიჯი და შეუდგნენ საქმეს!
ჟურნალისტობასთან ერთად, ხანუმას როლი მოურგია თურმე “ჩვენს ტკბილმოუბარ” კვესო (კვესიტაძე) ეკას!
აი, გასამრჯელოდ რა გადაუხადე შუამავლობაში? აი, ეს არის საკითხავი, აი, ეს, კეზერიუს!
ჰოდა, აი, ამ ქალბატონმა, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა და ბ-ნმა კურტმა კეზერაშვილის მიერ ქართული სახელმწიფოსათვის ნაძარცვი ფულებით თაფლობის თვე, ეტყობა, დიდ ბრიტანეთში გაატარეს!
და კეზერა და კურტი ნამეტნავი ახლობლები რომ იყვნენ-არიან და, ქართული ჯარისაგან ნაძარცვ ფულებში, როგორც ზესტაფონელები იტყვიან – ჩახვეულ-ჩამარყუჟებულნი, აგერ, ბირმინგემში გადაღებულ ფოტოზეც კარგად ჩანან!
როგორც ირკვევა, ქორწილში კვესო მეჯვარე ყოფილა და “კეკელა და მაროზე” ისეთი ცეკვა გაუმართავს, “გადოურევია იქოური” დამსწრე ნაცსაზოგადოება!
ამბობენ:
მედოლე შოთა ყოფილა, უტიაშვილი, ხოლო დაირას მაია უკრავდა, ნადირაძეო – ასე გადმოუცია “სი-ენ-ენ-ს!”
P. S. ისე, საინტერესოა, ასეთი კურტები, იები, კეზერები და სხვა ხორცმეტები დროთა განმავლობაში რამდენი ისხდნენ და, სამწუხაროდ, კიდევ სხედან ქართველი ხალხისათვის წაგლეჯილ-მოპარულ ფულებზე და მთელ მსოფლიოში “გულაობენ?!” – წერს გვენეტაძე.