„ყველა უნიჭო და ბოროტი პიარსვლა უკან გიტრიალდებათ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლეთ! კიდევ თქვენ მიერ გაღმა შედავებისთვის გამოგონილ რუსულ თემას აწვებით; ცდილობთ, უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა, თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში, რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები…“ – ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თემურ ჯანაშიას, რომლის თქმით, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წინ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის ფრაგმენტია, რომელიც უკრაინული წარმოების “ბუკით” არის ჩამოგდებული.

„ეგ თქვენ მალავდით “ისკანდერის” ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო! „ბუკებს“ რაც შეეხება, დიდი ფული არის მაგ ბუკებში გადახდილიც, ნაჭამიც და არც მაგის გახსენებას გირჩევდით! ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაც გვაქვს კომიტეტის სივრცეში გამოფენილი. ეგ იცით და მაგით სპეკულირებასაც კადრულობთ!“- წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ბერაია.

გაზიარება