“ელექტრონული სიგარეტებით “ზედოზირება” ზრდის ინფარქტის, ინსულტის და ონკოლოგიების რისკებს. გარდა ამისა, იწვევს მადის მკვეთრ დაქვეითებას და წონაში დინამიურ კლებას. თუ პატიმარ სააკაშვილის საექიმო გუნდისთვის დაიჯერება, მათ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას ბრიტანელი მედიკოსები სწორედ რომ ელექტრონული სიგარეტების მავნე თვისებებს მიაწერენ”, – წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტრონული სიგარეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება დროული და სავსებით ლოგიკურია.

,,როგორც 27-წლიანი სტაჟის მქონე არამწეველმა, ელექტრონული სიგარეტების პლუსებსა და მინუსებზე არაფერი ვიცი. მჯერა მედიცინის და კომპეტენტური ექიმების, მათ რიცხვში რატომღაც და განსაკუთრებით – ბრიტანელების. სწორედ მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვენდობი მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის მიერ “დინოზავრის” დოზებით ელექტრონული სიგარეტების მოხმარებისა და მის ორგანიზმში “იშვიათი” სახეობის მძიმე მეტალების აღმოჩენის თაობაზე.

ბრიტანელი ექიმები გვაფრთხილებენ: ელექტრონული სიგარეტის მიერ გამოყოფილი ორთქლი მოიცავს 30 სახეობის მავნე ნივთიერებას.
მაგალითად, პროპინგლიკოლი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ჩირქოვან პროცესებს, ხელს უშლის თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. გლიცერინი აზიანებს სასუნთქ ორგანოებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ასევე იწვევს ორგანიზმში მუტაგენურ პროცესებს.
ელექტრონული სიგარეტების არომატიზატორები და აეროზოლი მოიცავს ისეთ მეტალებს, როგორიც არის ნიკელი და ტყვია, რომლებიც აზიანებს ნერვულ, სასუნთქ, ენდოკრინულ, საკვების მონელების, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებს. ელექტრონული სიგარეტის გადაჭარბებით მოხმარება იწვევს თავის ტკივილებს, თავბრუსხვევებს, მეხსიერების დაქვეითებას (დემენციის ნიშნების მქონე), ყურადღების დეკონცენტრირებას, გაღიზიანებას, აგრესიას, დეპრესიას, გულისრევას, ფაღარათს, მუცლის ღრუში ტკივილებს.

ჯანმრთელობა მინდა ვუსურვოთ პატიმარ სააკაშვილს და, ცენტრ “ემპათიისაგან” განსხვავებით, ამაში რეალურად დავეხმაროთ!’’ – წერს ქართველიშვილი.

გაზიარება