“რას არ მოიგონებენ სააკაშვილის გადასარჩენად (ციხიდან გამოსაშვებად), მაგრამ მაინც წყალში იყრება ყველაფერი”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტროსიგარეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

“50-დღიანი შიმშილობა გახსოვთ? გახსოვთ! უკურნებელი სენით დაავადებების ჩამონათვალი გახსოვთ? გახსოვთ! მოწამვლა? ესეც გახსოვთ! მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც მისი წამებაა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და არარსებული და…

ესეც მაგარია, არა? – პატიმრის უმადობა – ადრე 100 ხინკალს ჭამდა და 1 ლიტრ არაყს აყოლებდაო. ახლა კი, როგორც ვიგებთ, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, „მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა“. ელექტროსიგარეტის მოწევიდან, ისევე, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევიდან 20 წუთში, შემომავალი საკვები ნახევრად მოუნელებული რჩება და ნაწლავებისკენ მიმავალ გზაზე ჩერდება.

შესაბამისად, მადის დაქვეითება სხვა არაფერია, თუ არა კუჭის შეკუმშვის ფუნქციის დათრგუნვის შედეგი. ჩნდება სხვადასხვა წვრილმანი, როგორიცაა კოლიტი და ჰემოროიდული წარმონაქმნები. ძნელდება სრულფასოვან მონელებაც.

ამიტომ სავარაუდოა, ელექტროსიგარეტის შეზღუდვის შედეგად სააკაშვილს კვლავ მადა დაუბრუნდეს და წონაშიც მოიმატოს. თუ ეს ასეც მოხდა, ნამდვილად სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით – ქართველი და უცხოელი “მიშადამცველები” აუცილებლად მოითხოვენ მის გამოშვებას ამჯერად უფრო სერიოზული მიზეზით – მიშა ისეა წონაში მომატებული, რომ ვერც საავადმყოფოს პალატაში ეტევა და ვერც ციხის საკანში, შესაბამისად, მისი გამოშვება უნდა მოხდეს, რათა სუფთა ჰაერზე სეირნობით შეძლოს წონაში დაკლებაო! აი, მერე რა უნდა ვქნათ, ეს არის მთავარი გამოწვევა”, – წერს ექსპერტი.

გაზიარება