„დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ მოდის. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის არ აქვს ფასი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ფასი შესაძლოა ჰქონდეს ისეთ კრიტიკას, რომელსაც კონკრეტული საფუძველი აქვს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება.
მე მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ „ენჯეოების“ გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს და არა მე. მე, ახლა, პრაქტიკულად იმავეს ვიმეორებ. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე „ენჯეოებმა“ იდარდონ. ამაზე ჩვენ ვერ ვიდარდებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება