“დღეს, მაგალითად გაირკვა, რომ ერთ-ერთ ერთ ექიმი ქალბატონი, რომელიც ემოციურად საუბრობდა, რომ სააკაშვილი გადასარჩენია, არის იმ სისტემის ერთ-ერთი ზონდერის – გეგეჭკორის და”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’.
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის გადასარჩენად მის მომხრეებს ლობისტები ჰყავთ დაქირავებული, როგორც პიარ კამპანიას აწარმოებენ, ასევე ექიმებზეც მუშაობენ.
,,ამ სიღრმეებში შესვლაც არ მინდა. ამიტომ, ვამბობ რომ იმათ აქვთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ ელემენტარულად ისიც არ გვიკადრია, რომ მათ რომ ყავთ თავისი ექიმი, გეგეჭკორის და, ჩვენ გვყავდეს ექიმი ვიღაცა პეტრეს და პავლეს და. არ ვკადრულობთ ამას. არ გვინდა, რომ საერთოდ შევიდეთ ამაში. არც ლობისტურ კომპანიებს ვქირაობთ, რომ სააკაშვილის სიმულაციაში ვიღაცეები დავარწმუნოთ და ა.შ. არ გვინდა, საერთოდ არ შევდივართ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. პოლიტიკური დისკუსიის საგნად ისინი აქცევენ ამ საქმეს და ჩვენ გვინდა დავტოვოთ სამართლებრივ ჭრილში,’’ – განაცხადა კობახიძემ.