,,ბევრი ირონიული და ცინიკური გამოხმაურება შემხვდა წალენჯიხის „ნაციონალ“ მერზე, ხარჩილავაზე და ცხადია, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მის მიერ ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა”, – წერს „ფეისბუკში“ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„საქმე იმაშია, რომ წალენჯიხა არის საქართველოში ერთადერთი ქალაქი, რომელსაც ჰყავს ოპოზიციონერი მერი. თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ “ნაცები”, “ლელო” და მათი სხვა მოკავშირეები, ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია ხმამაღლა ამბობდა, რომ წალენჯიხა იქნებოდა მაგალითი იმისა, თუ როგორ სწორად და მწყობრად უნდა განვითარდეს ქალაქი და ეს მხოლოდ „ნაციონალს’’ შეეძლო.
ხაზარაძემაც ბევრი დაპირება გასცა. მათ წალენჯიხა შეიქმნეს ერთგვარ პლაცდარმად და დაჰპირდნენ მოსახლეობას, რომ ეს ქალაქი გახდებოდა ერთგვარი მოდელი ოპოზიციის ხედვის, სწრაფი რეფორმებით როგორ უნდა ააყვავო მუნიციპალიტეტის ცენტრი. გამოხდა ხანი და ერთი რამ ვიცით ყველამ, ჩვენც და თითოეულმა წალენჯიხელმა – „ნაცების“ მიკარება მმართველობასთან არაფრით არ შეიძლება.
ლოთობის, თაღლითობის, პოლიტიკური დევნის და “ფეიბოქსის” დადგმის გარდა, ხარჩილავაზე არავის არაფერი ახსენდება. იმედი მაქვს, ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად გამოიტანს დასკვნებს და გაიაზრებს, რომ ის ნდობა, რაც მათ ხარჩილავას გამოუცხადეს, უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდათ!” – წერს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება