“ერთხელ ნოდარ მელაძემ შემომითვალა “ვიცით შენი ძმა სად მუშაობსო”. ჰოდა, ხვალ ჩემს ძმაზე რომ ლეგენდა მოისმინოთ, არც ეგ გაიკვირვოთ. მისი მორალი ყველაფრის მქმნელია”, – წერს ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს” წარმომადგენელი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

იდა ბახტურიძე აღნიშნავს, რომ ნოდარ მელაძე მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია .მისი ნიშნის მოგების პოსტი ბოროტება და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი – თავზარდამცემი.

„ნოდარ მელაძის ნიშნის მოგების პოსტი საერთოდ რა დონის ბოროტებაა, ვერც აღვწერ და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, საერთოდ თავზარდამცემი. ღმერთმა დაიფაროს და ფეხი რომ გადაგვიბრუნდეს, ეს კაცი ნეკროლოგს გამოაცხობს. ემიგრანტ დედაჩემს ჩემზე ადრე მოკლავს იქ და მერე სიკვდილი რომ დადასტურდეს, მოვა და მე მომკლავს. აი, ამის გამკეთებელიცაა, უკვე ვრწმუნდები. და მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ. ტეხავს.
ერთხელ ნოდარ მელაძემ შემომითვალა “ვიცით შენი ძმა სად მუშაობსო”. ჰოდა, ხვალ ჩემს ძმაზე რომ ლეგენდა მოისმინოთ, არც ეგ გაიკვირვოთ. მისი მორალი ყველაფრის მქმნელია”, – წერს იდა ბახტურიძე “ფეისბუკზე”.

თავის მხრივ, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “უფლებადამცველი” კი არა მათზე დიდი სიძულვილის გამღვივებელი არ არსებობს ამ სივრცეში.

“უფლებადამცველი” კი არა მათზე დიდი სიძულვილის გამღვივებელი არ არსებობს ამ სივრცეში. მატყუარა, ცრუ!!! ცეცხლს წაუკიდებენ ნებისმიერს მათ, რომ ძალაუფლება ჰქონდეთ.
არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით სიძულვილს აღვივებენ და ამით იკვებებიან. მათ მიერ პროვოცირებული დაპირისპირებით, აზიანებენ მთელს არასამთავრობო სექტორს.
ხვალ ან ერთს ან მეორეს როგორ უნდა დავუჯერო რაიმე მათი გავრცელებული ამბავი, ამ პოსტში იმდენი სიცრუე წერია!!!” – წერს მელაძე “ფეისბუკზე”.

ცნობისთვის: ნოდარ მელაძესა და იდა ბახტურიძეს შორის დაპირისპირება ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ “TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

გაზიარება