„კლასიკური ცენზურა!!! ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, – უკრაინაში დაიღუპა 100 000 ადამიანიო. ციფრები ამ განცხადებაში არაფერ შუაშია, არ აწყობდათ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება და ევროკომისიის ხელმძღვანელს ჯერ შეაცვლევინეს განცხადება და მერე საერთოდ გაქრა ვიდეო, სადაც კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„წარმოიდგინეთ ამ ქალბატონის რანგი და ჩინი, თუ რამხელა ცენზურის ქვეშ მოაქციეს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადების რევიზია მოახდინეს…
აი, ეს არის ფსევდოდასავლეთი თავისი ცენზურით, ძირგამომპალი ბიუროკრატიითა და შეთქმულების თეორიებით…

ანუ ვინც ვერ ჩაჯდება კონკრეტულ “პოლიტკონიუნქტურაში”, ყველა დაექვემდებარება ცენზურას, თვით უმაღლესი რანგის ჩინოსანი…
სამწუხაროდ, ასეთი შეთქმულებები აზარალებს არა მხოლოდ “ბებერ კონტინენტს”, არამედ მის მიმართ მისწრაფებასაც კი…

თუმცა, საბედნიეროდ, ნელა, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, რადგან მანიპულაცია და გავლენები დროებითია.
გლობალური კრიზისების ფონზე მსოფლიო თვითგამორკვევის აქტიურ ეტაპზეა.

ასე მოხდება ევროპულ საზოგადოებებშიც – წარსულს ჩაბარდება რეტროგრადული ბიუროკრატია, ცენზურა და ყავლგასული პოლიტიკური კონიუნქტურა…
და ამ დიდ ევროპულ გზაგასავალზე ქართული საზოგადოება იდგება ავანგარდში!“- აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება