,,ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე თვის ინტერვალში მეორდება ხოლმე უმძიმესი პროგნოზების გაკეთება და ეს ყველაფერი, წინა, არც ერთ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ახლა განსხვავება ის არის, რომ, როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ. პრაქტიკულად, ერთი და იგივე სათაურებით და ფოტოთიც კი იდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიები. ანუ ლობირება უკვე ხორციელდება მისი ავადმყოფობის’’, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

,,ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც “პიარშიკები” დაუქირავეს ავადმყოფობას და ლობისტები დაუქირავეს პიარ მოცემულობას, რომ ვიღაც არის ცუდად და ა.შ. კონკრეტული პატიმარი არის სხვა პატიმრებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. დანარჩენი, ყველაფერი, არის სასამართლოს გადასაწყვეტი. ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთი, სამართლებრივი მხარე არის მეორე და ყველას ვთხოვ, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს და ნუ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ზუსტად ამას ვამბობდი და იმავეს გავიმეორებ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ათობით შეკვეთილი სტატია, როდესაც ფოტოც კი არ არის განსხვავებული და ერთი და იგივე ფაილი არის გაგზავნილი ბევრგან, ლობისტების მიერ’’, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება