საპარლამენტო უმრავლესობის წევრის – რატი იონათამიშვილის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლის აღდგენაზე სანქციის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის.

„რაც შეეხება ფრენის საკითხებს, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თავის დროზე იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული. თუ ამ სანქციის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.

გაზიარება