„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ISFED-ის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშსს ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებისა და მათზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურების შესწავლის მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააანალიზა ტელეკომპანიების – „POSTV-ისა” და „იმედის“, როგორც აღნიშნული პირების საზოგადოებასთან ძირითადი საკომუნიკაციო არხების, “ფეისბუკის“ გვერდებზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის სიახლეები.
წინამდებარე ანგარიში სწორედ ამ კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

მეგრელიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში თუ ვინმემ ბოლო წლებში ანტიდასავლური ქმედება განახორციელა, ეს არის “ზოგიერთი მეგობრის” მიერ წახალისებული და შექებული “ენჯეო” „ISFED“, რომელმაც გაუგონარი აქტი ჩაიდინა და წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა.

“ეს ორგანიზაცია რომ სხვას ანტიდასავლურ რიტორიკას დააბრალებს, ცოტა უხერხულია, მგონი“, – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

გაზიარება