„ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოხატულება“, – ასე აფასებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი გიორგი ვაშაძის ოჯახის მიერ ბინის რუსეთის მოქალაქეზე მიქირავების ფაქტს.

ის პარალელს ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ რუსეთიდან თანხის მიღებასთან ავლებს და ხაზს უსვამს, რომ ხოშტარიაც და ვაშაძეც თავად აკეთებენ იმას, რის გამოც სხვებს საჯაროდ აკრიტიკებენ.

„ისინი, მასმედიის სხვადასხვა საშუალებით, საზოგადოების ნებისმიერ წევრს ამუნათებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რუსული საშინელებაა, მიუღებელია; რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, რუსული არაფერი არ უნდა მოგვწონდეს და ა. შ. მეორე მხრივ, ერთი [ელენე ხოშტარია], გაურკვეველი დანიშნულებით, რუსეთიდან ძალიან მსხვილ შემოწირულობებსა და ჰონორარებს იღებს და მეორე [გიორგი ვაშაძე] ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს. რა თქმა უნდა, მათ ათასი გამართლება შეიძლება მოუძებნონ თავიანთ საქციელს, მაგრამ ფაქტია, რომ რის გამოც სხვებს ამუნათებენ, თავად ჩუმად, მალულად აკეთებენ და, რატომღაც, იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდება“, – აცხადებს სეფაშვილი.

გაზიარება