საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მორიგ აღიარებას უწოდებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის – ანდრეი კასიანოვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით“.
„ეს არის მორიგი აღიარება იმისა, რასაც დიდი ხანია, ვამბობთ – გარკვეული ძალები დაჟინებით ითხოვენ და ცდილობენ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველო დაფიქსირდეს როგორც მხარე, საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას და ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქადაგიძე.