„ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის, რომ ფეხი შეაწმინდო, – ესეც ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

დავითულიანი ევროპელი კოლეგების მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ და პუტინის პატიმრად მიაჩნიათ და აღნიშნა, რომ ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა.

„ყველა სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ იმ დიდ სცენარში, მიხეილ სააკაშვილი დიდი რევოლუციონერივით რომ გადმოვიდა საზღვართან, მხოლოდ ესეც კმარა იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცა“, – განაცხადა დავითულიანმა.

გაზიარება