„ეს ქვეყანა საბურთაო არ არის! ეს ქვეყანა არ დაუშვებს უსამართლო თავდასხმებს ადამიანზე, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და, ამდენი ზეწოლის მიუხედავად, აკეთებს ყველაფერს მისი წარმატებისა და წინსვლისთვის“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას დევიდ კრამერთან დაკავშირებით.

“რატომ ჰგონია ქალბატონ ელჩს, რომ საქართველო ისევ იმ რეჟიმშია, როგორშიც იყო “ნაცების” მმართველობის დროს?! როცა ადამიანები შიშისგან, ვინმეს მათი ლაპარაკისთვის რომ არ მოესმინა, ტელეფონებს თიშავდნენ, ხმას ვერ იღებდნენ ოჯახის, ახლობლების განადგურების შიშით.

რა ჰგონია ქალბატონ ელჩს, მაშინ ვერ ვხვდებოდით, როგორი მონური მორჩილებით ასრულებდა მაშინდელი ხელისუფლება ყველა დავალებას, თუნდაც საკუთარი ქვეყნის საზიანო ყოფილიყო? მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

ზუსტად დევიდ კრამერი იყო ის ადამიანი, ვინც მფარველობდა მიშას და მის ბანდას, უხანგრძლივებდა არსებობას. არავინ დაიჯერებს კრამერის სიყვარულს და ზრუნვას საქართველოზე. მისთვის საქართველო პირადი ინტერესის სფეროა. არ სჭირდება მას დაცვა, – ყველამ ყველაფერი იცის და ხვდება“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ფოჩხუა.

გაზიარება