„სახელმწიფოს მეთაურებმა უკეთ უნდა იცოდნენ. ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე”, – წერს “ტვიტერში” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე რომლის თანახმადაც, მოლდოვა უერთდება საქართველოს მთავრობისადმი ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლასთან დაკავშირებით.

“საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, – აღნიშნავს ქარუმიძე.

გაზიარება