მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების განცხადებებს მედიასთან გამოეხმაურა.

„ეს არის დამსჯელი შანტაჟი, საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა, რადგან საქართველოს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესზე დამყარებული, გონიერი პოლიტიკის წარმოება მათთვის მისაღები არ არის. ჩვენ, „ხალხის ძალა“, ამ თვეების განმავლობაში სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგები ვიყავით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება