პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ.
“საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, იქნება ჩვენი უპირობო მხარდამჭერი ამ გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში, იქნება ჩვენი მხარდამჭერი”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.