„ესპანეთში ვიზიტის დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრები ესპანეთის სენატისა და კონგრესის წევრებთან. ასევე შეხვედრებს გავმართავთ საგარეო ურთიერთობისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ, რომელიც, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციაშია.

„ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების განმტკიცებას და, რაც მთავარია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერებას“, – აღნიშნა ქარუმიძემ.

ცნობისთვის: საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის სპიკერს და ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ესპანეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სენატის, დეპუტატთა პალატისა და კომიტეტების წევრებთან.

გაზიარება