„ევროჯასტის“ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე მან მადლობა გადაგვიხადა იმ წარმატებული თანამშრომლობისთვის ტრანსსასაზღვრო დანაშაულებებთან ბრძოლის საკითხში, რომელიც არის საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორია საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის წარმატებული ისტორია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ევროჯასტის“ პრეზიდენტთან – ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ ვიცით (მათ შორის, სულ ახლახან) დანაშაულები, რომელიც „ევროჯასტის“ დახმარებით იქნა გამოძიებული და გახსნილი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის ურთიერთობები იყოს წარმატებული სამომავლოდაც.
ტრანსსასაზღვრო დანაშაულის კატეგორიის საქმეები წარმოადგენენ საფრთხეს ევროპული სივრცისთვის და ამაში საქართველო აქტიურად უნდა იყოს ჩართული, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის და, ზოგადად, ევროპის სივრცე იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.