„ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა მუშაობენ ე.წ. რუსულ კანონზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პიარკამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოში ქართული კანონის წინააღმდეგ, იყო აბსოლუტური ფარსი და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული“, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობა პირდაპირ დაკავშირებულია ევროპულ ღირებულებებთან და კონკრეტულად, ქართველი ხალხის ინტერესებთან.
ქართველ ხალხს როდესაც აპროტესტებინებ იმ კანონს, რომელიც მისსავე ინტერესებს ემსახურება, ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად ყალბი იყო თავიდან ბოლომდე ის პიარკამპანია, რომელიც აწარმოეს ქართული კანონის წინააღმდეგ.
გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ვერ ექნება ალტერნატივა. გამჭვირვალობა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ფუნქციონირებდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა და სწორედ ამას ადასტურებს ის კანონშემოქმედებითი პროცესები, რომლებიც წარიმართება როგორც ევროკავშირში, ისე დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.

გამჭირვალობის ფასი იცის ყველა სახელმწიფომ და ეს ფასი უნდა გაიაზროს ქართულმა საზოგადოებამაც“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება