“საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს, როგორც ვაჭრობისა და კავშირის ჰაბი”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ოთხი ქვეყნის მიერ გაფორმებულ დოკუმენტს.
„ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგიის პარტნიორობა და მისი ფლაგმანი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, იქნება სტრატეგიული ინვესტიცია მთელი რეგიონის მწვანე, მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
