„შევშფოთდეთ? აღვშფოთდეთ? საქართველოს საზოგადოება უბრძენესია და თავშეკავებული. ევროკავშირის სტრუქტურები რომ უბინძურესნი არიან, არაა ახალი ამბავი. როცა ვითომ ჭკუას გვასწავლიან კუბილიუსები და ფოტიგები, ისაა აღმაშფოთებელი!” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”, ევროპარლამენტარ ევა კაილის დაკავებასთან დაკავშირებით.
გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად კიდევ 4 პირია დაკავებული.
„ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია.
მედიის ინფორმაციით, ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ბელგიის ხელისუფლების ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირი დააკავეს”, – წერს ანალიტიკოსი.