„ევროპარლამენტი ყარს“, – წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
„ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების სწრაფი და შეუქცევადი პროცესი. უდიდესი კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელსაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის დაკავება მოჰყვა და რომლის გარშემოც გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იგივე კორუმპირებული და ანგაჟირებული ხალხი ითხოვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ამავდროულად – სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლებას! ორ რამეს ვერ გვპატიობენ – სამშობლოს სიყვარულს პერსონალურად ივანიშვილს და საქართველოს კი – დამოუკიდებლობას! ეს უკანასკნელი თავის თავში გულისხმობს: ეროვნული ინტერესების დაცვას; მშვიდობის შენარჩუნებას; მონურ მორჩილებაზე უარის თქმას.
ამიტომ გადავიდნენ სადამსჯელო ღონისძიებებზე, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მათი რეზოლუციის ფურცლებზეა და რეალურად ვერასოდეს განხორციელდება, რადგან მთლიანად აბსურდს ეფუძნება!
ამას – სიკვდილი, იმას – ჩამოხრჩობა! ამას – სიკვდილი, იმას – ჩამოხრჩობა… ამას – სანქციები, იმას – თავისუფლება… ამას – სანქციები, იმას – თავისუფლება“, – წერს შაქარიშვილი.
„ევროპარლამენტი ყარს – კორუმპირებული და ანგაჟირებული ხალხი ითხოვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ამავდროულად – სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლებას“ – ვატო შაქარიშვილი
