ევროპარლამენტი მექრთამეობის სკანდალის საპასუხოდ, რომელმაც ევროკავშირი შეძრა, ცდილობს, შეაჩეროს პარლამენტის ყოფილი წევრების მხრიდან კანონმდებლების ლობირება თანამდებობის დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში. ინფორმაციას „France 24“ ავრცელებს.

როგორც გამოცემაშია ნათქვამი, საპარლამენტო წყაროებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ამ გეგმაზე როგორც საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივის ნაწილზე შესაძლო კორუფციის დასაძლევად, შეთანხმდნენ ევროპარლამენტის მაღალი რანგის წევრები.

„ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც პარლამენტი სკანდალის შედეგებს უმკლავდება, რომელიც დაკავშირებულია წევრების სავარაუდო მოსყიდვასთან, რომლებსაც, როგორც ამბობენ, თანხები კატარისა და მაროკოს ინტერესების გასაძლიერებლად გადაუხადეს.

გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ცენტრალური ადგილი უკავია ყოფილ იტალიელ ევროპარლამენტარ ანტონიო პანცერის, რომელმაც აღიარა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარლამენტარებისთვის ფულის მიწოდებაში.

შემოთავაზებული წინადადების მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში გაფორმდება, ყოფილ ევროპარლამენტარებს პარლამენტში ლობირების უფლება მათი მანდატის ამოწურვიდან ექვსი თვის განმავლობაში შეეზღუდებათ.

ყოფილი დეპუტატები, რომლებსაც ენდომებათ ლობისტური საქმიანობის განხორციელება, დაკარგავენ ყოფილი დეპუტატებისთვის აქამდე მინიჭებულ უფლებას პარლამენტში ნებართვის გარეშე შესვლის თაობაზე. მათ ამისათვის პარლამენტის გამჭვირვალობის რეესტრში სახელების ჩაწერის შემდეგ მოუწევთ სპეციალიზებული საშვის მოთხოვნა.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა დანიელ ფროუნდმა განაცხადა, რომ ახალი წესები ყოფილ ევროპარლამენტარებს ზოგად ლობირების სამუშაოებში ჩართვას არ უკრძალავს. მაგრამ ახალი წესები, მისი თქმით, „გაართულებს მათ პარლამენტში წვდომას გარდამავალ პერიოდში, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის რისკი ყველაზე მაღალია“.
სკანდალი, რომელიც ცნობილია როგორც “კატარგეიტი”, დეკემბერში წარმოიშვა, როდესაც ბელგიის პოლიციამ მისამართები ბრიუსელში რამდენიმე მისამართზე რეიდი განახორციელა, დააკავა დეპუტატი და აღმოაჩინა 1,5 მილიონ ევროზე მეტი (1,6 მილიონი დოლარი) ნაღდი ფული.

პარლამენტმა უკვე დადო პირობა, რომ განხორციელდება რეფორმების მთელი სერია საგარეო გავლენების შესამცირებლად. კატარი და მაროკო უარყოფენ სკანდალში მონაწილეობას“, – ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება