„შეხედეთ, დარბაზში ტევა არ არის! ამხელა დარბაზში, რომელიც, როგორც წესი, სავსეა ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხის განხილვისას, ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მიშას ფულით დაფინანსებულები სხედან. ასე ხდება, როცა ლობიზმი გავალდებულებს, კრიმინალიც კი დაიცვა, თუნდაც, ცარიელ დარბაზში”, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხის ევროპარლამენტში განხილვას.

„ქალბატონ გიულის, ალბათ, გული გაუსკდა, დიდი ფულის გადახდის მიუხედავად, ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხის განხილვა ცარიელ დარბაზში რომ მიმდინარეობდა.

კითხვა – ითამაშა კი რაიმე როლი შეკვეთილმა იდენტურმა სტატიებმა?

კითხვა – ღირდა კი მიხეილ სააკაშვილის საკითხის ევროპარლამენტში (ცარიელ დარბაზში) გატანა?

მას კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

განცდილ პირად იმედგაცრუებას, რა თქმა უნდა, ის ყველა კამერის წინ დამალავს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მეგრელიშვილი.

გაზიარება