პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე ვინ გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს“.
“გააჩნია, ვის უფრო კარგი “ქურქუმალ ვაითი” ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე. აი, ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. არის მეორე საკითხი. რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, თუ რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელი შეუშალოს. აი, ესაა მთელი სურათი, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება, როდესაც ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.