პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის – ტინი კოქსის მისამართით რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.
„ის [ტინი კოქსი] გახლდათ სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა ინიციატივით ევროპის საბჭოში, რომ რუსეთისთვის შეეჩერებინათ წევრობა. რამდენად მართალს ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და რადიკალური ოპოზიცია, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ბატონმა აკო მინაშვილმა ამ დარბაზში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში. გადასცეს რუსეთს სტრატეგიული ობიექტები, მოუხსნეს უვიზო რეჟიმი და გააცამტვერეს, გაანადგურეს ევროპის საბჭოს სამივე მთავარი ღირებულება – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობამ უბრალოდ, სირცხვილი და ცინიზმია, რომ დღეს ისინი ტინი კოქსს აკრიტიკებენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.