საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ქეთევან დუმბაძის განცხადებით, აგენტების შესახებ ამერიკულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა მისი ხმა კანონპროექტის მხარდამჭერთა სიაში, ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხვდა.
„გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე. ტექნიკური ხარვეზი იყო, იმიტომ რომ, მე რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე“, – განუცხადა „POSTV-ის“ დუმბაძემ.
ცნობისთვის: ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ქეთევან დუმბაძემ აგენტების შესახებ ამერიკულ კანონპროექტს ხმა არ მისცა.