„ტრაგიკომიკური ის არის, რომ გახარიას ხალხი თან „ნაცობენ,“ თან – ვერც „ნაცობენ,“ თან „ნაცების“ რაღაც “ჩინური” ვარიანტი არიან! ჰა, აგერ არის 2024 წელი. აბა რამდენ ხმას აიღებთ არჩევნების დროს? საპარლამენტო პენსია კი შეგრჩებათ, მაგრამ ღირდა კი ეს ყველაფერი თუნდაც პოლიტიკური სახელის გაფუჭებად?!“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრის – ნათია მეზვრიშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ სტატუსს.

„ასეთ ადამიანს უნდა ჰკითხო: “ნუთუ მართლა არ გრცხვენია?” თავი რომ პოლიტიკოსად წარმოგიდგენიათ, ყველაზე დიდი პოლიტიკური ავანტიურისტის – გიორგი გახარიას გუნდის წევრმა/წევრებმა, საერთოდ, ვინმეზე რომ არ უნდა ილაპარაკოთ, ნუთუ ვერ ხვდებით? გახარიამ თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას გუნდის ღალატითა და ზურგში დანის ჩაცემით დაამახსოვრა. აბა, თქვენ იცით, არ ჩამორჩეთ. თქვენი თავი გესლიანი უაზრობებით დაამახსოვრეთ!“ – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

გაზიარება