„აჰა, მოვიდა ჩვენთანაც ის მოვლენა, რაც ძლიერი, განვითარებული, დაპურებულ-დალხინებული დასავლური სამყაროს ცხოვრების ნაწილია“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„რამდენჯერ დაგვიწერია, რომ ევროპაში თუ ამერიკაში შეიარაღებულმა მავანმა ამდენი და ამდენი მოკლა. და ეხლა ეს დევიანტური ქცევა, რომელმაც ასეთი ტრაგედია დაატრიალა, უკვე ჩვენც გვეწვია.

და როგორც ადრე, დაბარებულივით, კუბოს გვირგვინივით გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა, და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე, სამარცხვინოდ, პოლიტიკური ქულების დაწერა.

გამოძიებამ სასწრაფოს უნდა დაადგინოს ყველაფერი და განსაკუთრებით ის, რომ უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამსახურიდან წასულ სპეცრაზმელებს იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩნდებათ ხოლმე“, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.

გაზიარება