„სამწუხაროდ, საერთაშორისო მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, რაც ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ ტყუილია და მოგვიანებით შესაბამისი კითხვა გაჟღერდა „CNN-ის“ ეთერში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მიერ. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, სადაც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ესწრება.

„როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე, უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა კობახიძე.

გაზიარება