„მოკლედ, მაგარი ამბავია. ცუდად ვარ, გავხდი და საჭმელს ვერ ვჭამო მიშამ… სინამდვილეში, კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული და ელექტროსიგარეტზე “დაჯდა”… მაგას დიეტით სიმულაცია ჰქვია, მიშა…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტროსიგარეტის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„თუ ცუდად არის, შესაბამისად, უნდა იმკურნალოს…
ჰოდა, ჭამა განა არ შეუძლია, უმადობას უჩივის თაღლითი და სწორედ მაგიტომაც აეკრძალა ელექტროსიგარეტი.
ოღონდ, განა არ იცოდა, რომ ელ-სიგარეტი საკვების ჩანაცვლების ფუნქციას იძენს დროთა განმავლობაში და მადას აქვეითებს, – პირიქით, დღეში რამდენიმე კოლოფზე გადასულა…“ – აღნიშნავს ქადაგიძე.