„ვაშაძემ, – უპრეცედენტო დღეა, ჩვენ ვდგავართ ცივილიზაციის ნათელ მხარესოოო… აკია ბარბაქაძემ, – ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთ და საქართველოს დეოკუპაციასო… ბიჭოო, მოხურეთ კარი. მაგარი ორპირია“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„ჯერ ცხელი შემოდგომაო, მერე – ზამთარიო..

რაში ხარჯავენ ამ “ეროვნულ საგანძურს” და როგორ ანიავებენ ინტელექტს, პირდაპირ გული მოგიკვდება, რა.

განმათავისუფლებელი მოძრაობა არა, მაგრამ ერთ ქელეხის სუფრას კი შეკრავთ 29-ში, „ნაცმოძრაობის“ გასვენებაში…

P.S. გამოუსადეგარ რკინას ჯართში აბარებენ, ბოთლებს – მინის ტარის მიმღებ ჯიხურებში და, აი, ამათ რა ეშველებათ? რომელი კალიბრის გადამმუშავებელი მიიღებს, ნეტავ?“ – აღნიშნავს ქადაგიძე.

გაზიარება