“გაფორმებული დოკუმენტით საქართველომ ის ადგილი საბოლოოდ დაიკავა, რა ადგილიც მას აქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასევე, ის პრიორიტეტი რაც გააჩნია ქვეყანას გეოგრაფიული მდებარეობით, რომ შეასრულოს ტრანზიტის როლი და იყოს ჰაბი ევროკავშირისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, რეალურად იქნა გაფორმებული.
“ჩვენ უკვე შეგვიძლია პრაქტიკული პროექტების განხორციელება, რითაც საქართველო შეძლებს ევროკავშირთან იყოს დაკავშირებული. ერთის მხრივ სარგებელი მიიღოს ამ პროექტებისგან და მეორეს მხრივ წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.