გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში მოქმედ ასფალტისა და წებოცემენტის დამამზადებელ საწარმოებს – შ.პ.ს ” ECOMIX”-სსა და შ.პ.ს “ამბრი პლუსს” საქმიანობის უფლება შეუზღუდა.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შ.პ.ს “ECOMIX-ის” კუთვნილი წებოცემენტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებისას, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ექსპრეს გაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ სათანადო აირმტვერდამჭერი მოწყობილობის არქონის გამო, ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვეოდა დამაბინძურებელი ნივთიერებები და წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია აჭარბებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.

წებოცემენტის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

რაც შეხება შ.პ.ს “ამბრი პლუსის“ კუთვნილი ასფალტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებას, დადგინდა, რომ საწარმო საქმიანობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამბრი პლუსს“ შეეზღუდა საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლამდე.

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *