„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალმა“ 20 გენერატორი შეუძინა უკრაინას და ეს ქვეყანას დიდი ფული დაუჯდა. საქართველოში კი ოპოზიციის წარმომადგენლები მდაბიო „ფეიკით“ არიან დაკავებულები და, ჟარგონით რომ ვთქვათ, ელიავას „დვიჟოკებს“ ყიდულობენ, რომელიც 1000 ლარი ღირს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, რომ თითქოს ხელით ამოსაქოქ „დვიჟოკებზეა“ საუბარი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„აქ არის საუბარი გენერატორებზე, რომლითაც კვარტალებს, კორპუსებს, ქარხნებს, საავადმყოფოებს ანათებენ. და საკითხავია, აქვს თუ არა საქართველოს ამის რესურსი რეზერვში. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ბინძურ კამპანიას“, – განაცხადა მდინარაძემ.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალმა“ 20 გენერატორი შეუძინა უკრაინას და ეს ქვეყანას დიდი ფული დაუჯდა. საქართველოში კი ოპოზიციის წარმომადგენლები მდაბიო „ფეიკით“ არიან დაკავებულები და ელიავას „დვიჟოკებს“ ყიდულობენ, რომელიც 1000 ლარი ღირს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს ხელით ამოსაქოქ „დვიჟოკებზეა“ საუბარი“ – მამუკა მდინარაძე
