თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური ირაკლი ჭითანავა ეხმაურება.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ქვეყნის ინტერესებისთის საზიანოა.
პოლკოვნიკი მოუწოდებს გარკვეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და გაუფრთხილდენენ ქართული ჯარის იმიჯს.