“გერმანიაში დაგვიდასტურეს, რომ კანცლერის მეთაურობით, მთლიანად მთავრობა მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ჩვენ შეხვედრები გვქონდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მრჩევლებთან, ხელმძღვანელებთან.

რაც შეეხება ზოგად სურათს, რომელიც ჩვენ გერმანიაში ვნახეთ, ძალიან დამაიმედებელია, იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში თითქმის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, ვისაც შევხვდით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას. ასეთი რამ, თუნდაც, ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიზიტით ვიყავით ბერლინში, წარმოუდგენელი იყო. ეს არის მართლაც ის ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ. ეს ცვლილება გადათარგმნილია უკვე სამთავროო პროგრამაშიც“, – განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგში საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. საქართველო რამდენიმე დღეა, გერმანელი დეპუტატებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან მხარდამჭერ განცხადებებს ისმენს.

გაზიარება