პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ გერმანიაში რიგ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მხარემ მკაფიო გზავნილები მიიღო.
“მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. პირველი, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პროცესს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობა, შემდეგ მოლაპარაკებები, ამ ყველაფრის ბოლოს იქნება აუცილებლად ევროკავშირის წევრობა. მეორე, გერმანია ხედავს ევროკავშირს როგორც ლისაბონიდან თბილისამდე, ეს ხედვა არის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილიც და მიზანიც გაფართოების უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. მესამე, ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იყო არასწორი, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი მინიჭებული, თუმცა აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპზე, სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღონ.
საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველო არამხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანი არის როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას და ამიტომ საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, ქვეყანა რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.