„ამდენი სისულელე და ტყუილი არავის უკადრია, რასაც ეს კადრულობს“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან დაკავშირებით.
მეგრელიშვილი „ფეისბუკში“ აზიარებს შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „პენიტენციური სამსახური არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ფაქტობრივად, სამხარაულის საექსპერტო ბიუროც”.
„ადვოკატი კაცია , როგორც თავად ამბობს. თქვენ გგონიათ, არ იცის, რომ სამხარაულის ბიურო იუსტიციის სამინისტროს არ ექვემდებარება? ძალიან კარგად იცის, მაგრამ საზოგადოებას ატყუებს!!!“ – წერს მეგრელიშვილი.