პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”

გაზიარება