ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ის ელჩის – კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

“ღრმად პატივცემულო და აწ უკვე ვადაგასულო ქალბატონო ელჩო,

1) მიუხედავად თქვენი მწირი დიპლომატიური გამოცდილებისა, ალბათ, მაინც უნდა გეფიქრათ, რომ ქართველი ერის სახელით საუბარი, როგორც მინიმუმ, უკულტურობაა.

2) ფრენების აღდგენა და დეოკუპაცია ერთმანეთს არ გამორიცხავს და ორი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია. მით უმეტეს, ამ ორ საკითხს შორის არჩევანის გაკეთება, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართველი ხალხის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის – ეს კარგად მოგეხსენებათ, ალბათ.

3) ქართველი ხალხის სურვილებზე თუ მიდგა საუბარი, შეგახსენებთ, რომ ქართველების უდიდესი სურვილია აშშ-თან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც, სამწუხაროდ, არსებითი შედეგი, უკვე 30 წელია, არ დამდგარა. ეს – ისე, ინფორმაციისთვის რომ გქონდეთ.

თქვენ მალე მიბრძანდებით საქართველოდან და, როცა საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებით, იქნებ, ქართველი ხალხისგან ეს სურვილი გადასცეთ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებ პირს”, – წერს „ფეისბუკის” გვერდზე გვიდიანი.

გაზიარება