„ძებნილი ოლიგარქის – დავით კეზერაშვილის ცაზე ძალიან მოიღრუბლა. მის ურეიტინგო ტელეარხ “ფორმულას” ვეღარ დააფინანსებს შავი ფულით.
საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე.
“მალე ქართველი და ევროპელი პროკურორები ბრალს საერთაშორისო მასშტაბის თაღლითს – დავით კეზერაშვილს წაუყენებენ.
საინტერესოა, მის ჯიბეზე ჩამოკიდებული რადიკალი ოპოზიციონერები არას მოიმოქმედებენ?..“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე აბაშიძე.