„რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკის ფონზე ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია თანხვედრაშია ევროპულ სტრუქტურებთან“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ.

„ევროპის მიერ მოწონებული კანონპროექტი გადმოიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. სააკაშვილის ომის პარტია იწუნებს, რადგან გვიან გააცნობიერა, რომ დეოლიგარქიზაცია მათ პოლიტიკურ სპონსორებს ეხებათ.

ახლა უაზროდ ცდილობს უსუსტესი კონტრარგუმენტებით  ინიციატივის დაბლოკვას, რაც არ გამოუვათ.

ფსევდოევროპული ნაცოპოზიცია არ ღალატობს ტრადიციებს – მოქმედებს, როგორც კლასიკური მეხუთე კოლონა“, – წერს აბაშიძე.

გაზიარება