ექსპერტი გია გაბრიჭიძე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის – ნინო დოლიძის მიერ ელენე ხოშტარიას ფულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„ნინო დოლიძე – „ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს“.

ვიძახი, რომ ეს არასამთავრობოელები ან უცხოპლანეტელები არიან, ან – რობოტები, ან – მაგარი “ნაგლები” (ჩემი “ცოცორი” კიტრიას პონტში).

ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება, ამ პლანეტაზე ყველამ იცის და იმ ფულს იმიტომ იღებს, რომ პუტინმა ტანკები არ იყიდოს, ისიც (გმირის წოდება ეკუთვნის), მაგრამ, ეტყობა, დღეს დილით იმ პროგრამაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ამ მშენებელს და დასავლური ღირებულებების გამტარებელს დღეს დილით ჩაუტვირთეს, ხოშტარიას რუბლების ამბავი, ალბათ, გამორჩათ.

არა, რა, ამას 100-მდე თვლა ნამდვილად არ ეცოდინება.

არა, რა, მართლა მაგარი “ნაგლია” და ჩვენ კიდევ გამოთაყვანებული გვგონია“, წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება