„12 პუნქტიანი გეგმა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ხელში სასპეკულაციო თემად იქცა და ამ თემის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღონ საქართველოსთან მიმართებაში.აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არ ელოდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას. მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა კვლავ დღის წესრიგშია”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მოლოდინი არ აქვს. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა კვლავ დღის წესრიგშია.
“მე ვფიქრობ, რომ დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა რადიკალურ ოპოზიციას კვლავ დღის წესრიგში აქვს. ახალი ვერაფერი მოიგონეს და არც აქვთ რესურსი რაიმე სიახლე შესთავაზონ საზოგადოებას. გავიმეორებ, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ მდგომარეობს რაიმე კონსენსუსის მიღწევაში. ყველა საკითხთან მიმართებაში, ამ 12 თუ 11 პუნქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი პოზიცია, რომელიც არ იცვლება, რომ არ მიიღო მონაწილეობა საქმიანობაში და გაამართლო ეს იმით, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს იმ რეკომენდაციას, რომელიც გააჩნია ევროკავშირს. ეს ფორმულა ძალიან ადვილად იკითხება მათ აქტივობებში. მაგრამ ფაქტია, რომ არათუ რაიმე მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში, პარალელური პროცესის განვითარების დროსაც ერთი ნაგლეჯი ქაღალდი ოფიციალური დოკუმენტი არ შეუქმნიათ, რომ რაიმე რეგლამენტის ფორმატში გააკეთონ შესაბამისი განაცხადი. ასე რომ ჭიდილი გრძელდება იმ სფეროში, რასაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციების გაძლიერება და ამ პოზიციების გასაძლიერებლად ევროსტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლების მოხმობა. აი ეს არის მათი მთავარი ამოცანა. არადა ყველა მიმართულებით, გენდერულ საკითხზე იქნება, კრიმინალთან ბრძოლის თემაზე იქნება, სასამართლო რეფორმის საკითხებზე თუ საარჩევნოზე იქნება მიღებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და წარმოდგენილი პროექტები პასუხობს იმ სტანდარტებს, რომელიც საერთაშორისო, განვითარებულ, დემოკრატიულ თანამეგობრობას გააჩნია”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.